სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ბულგარეთის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეკატერინა ზაჰარიევასთან
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2019 14:47
სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ბულგარეთის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეკატერინა ზაჰარიევასთან

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში - „ საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.

სოფიო ქაცარავა, მართლმსაჯულების რეფორმების საკითხებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკატერინა ზაჰარიევას შეხვედა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, მისი მნიშვნელობა, ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებული მიღწევები და სამომავლო გეგმები. ეკატერინე ზაჰარიევას განცხადებით საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს.

შეხვედრაზე ასევე, განიხილეს საქართველო-ბულგარეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკატერინე ზაჰარიევას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ტეგები