გამოცდაზე 2 მასწავლებელი "შპარგალკით" ერთი კი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2019 15:16
გამოცდაზე 2 მასწავლებელი "შპარგალკით" ერთი კი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე 2 მასწავლებელი ე.წ შპარგალკით, ერთი კი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მასწავლებელთა 2019 წლის გამოცდებზე დაგვიანებებისა და გამოცდიდან მოხსნის შესახებ სტატისტიკა EDU.ARIS.GE-მ გამოითხოვა.


“კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი გამოცხადდა. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იყო დაგვიანების 9 შემთხვევა. სესიებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა. ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, მესამე შემთხვევაში – არაფხიზელი მდგომარეობა”, – გვიპასუხეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

„ეს გამოცდები გააუქმონ და ვითომ სერტიფიცირებული მასწავლებლები რომ ჰყავთ იმათ მიხედონ!“ – პედაგოგი გორის საგამოცდო ცენტრიდან

მასწავლებლებმა ჯერ მხოლოდ პროფესიულ უნარებში ჩააბარეს გამოცდა.
 

ტეგები