მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2019 15:40
მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება

საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელი სასამართლო პროცესი დახურულ ფორმატში გაიმართა. სხომაზე მტკიცებულებების დასაშვებობასა და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს. დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

სასამართლოს მომდევნო სხდომა 24 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება.

ტეგები