უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2019 17:10
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

11 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8476 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8542 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტას თანმიმართებაში 0.66 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2098 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2027 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.71 თეთრი შეადგინა.


გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5022 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5760 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 ივლისიდან შევა ძალაში.
 

ტეგები