აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ რუსეთს განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2019 18:59
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ რუსეთს განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან

მივესალმებით რუსი და ქართველი ლიდერების გადაწყვეტილებებს ურთიერთობების სტაბილიზების მიზნით და მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველოსთან, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოში ჩასული უცხოელი ტურისტები მთელი მსოფლიოდან, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და იქ მათ კარგად ხვდებიან. ამასთან ერთად, აშშ-ის საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს მოერიდოს ნეგატიური ზომების მიღებას, მათ შორის - სანქციების დაწესებას.

"ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია" - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.

ტეგები