საქართველო ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია - სტილიანიდისი
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2019 19:42
საქართველო ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია - სტილიანიდისი

ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარის ქრისტოს სტილიანიდისის განცხადებით, ევროკავშირი და საქართველო დაინტერესებულნი არიან გააძლიერონ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.

მისი განცხადებით, სწორედ ამის დასტურია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი შეთანხმებები, რომელიც უსაფრთხოების გაძლიერებას და ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესებას გულისხმობს.

„ევროკავშირის სახელით გვსურს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ჩვენთვის აღმოსავლეთ პარტნიორობა მართლაც ღირებული ინიციატივაა. მე არაერთხელ მითქვამს რომ საქართველო არა მარტო მეზობელი, არამედ უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მთელი რიგი შეთანხმებების მეშვეობით, რომელთაგან ერთ-ერთს ხელი დღეს მოვაწერეთ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო არა მხოლოდ მეზობელი, არამედ ძირითადი პარტნიორია. სწორედ ამიტომ ვიყენებთ ამ ძალიან კონკრეტულ, ზუსტ სიტყვას პარტნიორობის აღსანიშნავად. გვწამს რომ ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობის გაძლიერებას მთელ რიგ სფეროებში“-განაცხადა ევროკომისარმა.

აღსანიშნავია, რომ ქისტოს სტილიანიდისმა
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო კონფერენციის სესიაში „20 მიზანი ეკონომიკურად მდგრადი პარტნიორობისთვის“, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირის ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხებოდა.

ევროკომისარმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების გაძლიერებასა და ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული შეთანხმებების გაფორმების ცერემონიაში. ​​

ტეგები