თამარ ხულორდავა რუმინეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2019 19:47
თამარ ხულორდავა რუმინეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა რუმინეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანგელ ტილვარსშეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სტრატეგიული და პარტნიორული ურთიერთობები. ანგელ ტილვარმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი თქმით, საქართველოსთვის კიდევ უფრო აქტუალური ხდება რუმინეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურება.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რუმინეთის, როგორც ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნის მხარდაჭერას.

„საქართველოს აქვს რუმინეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მექანიზმები, როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატში. ასევე, მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ტეგები