უკრაინაში პედოფილებს ქიმიური კასტრაცია ჩაუტარდებათ - ახალი კანონი
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2019 19:49
უკრაინაში პედოფილებს ქიმიური კასტრაცია ჩაუტარდებათ - ახალი კანონი

უკრაინის რადამ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო კანონი, რომელიც პედოფილების ქიმიურ კასტრაციას გულისხმობს. ასევ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, შეიქმნება საჯარო რეესტრი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩამდენი პირების შესახებ ინფორმაცია. 

კანონის მიხედვით ქიმიური კასტრაცია არ ჩაუტარდება კანონის დამრღვევ 18 წლამდე მიუღწეველ პირს და ასევე 65 წელს გადაცილებულ პირს.

ახლა დოკუმენტი ძალაში რომ შევიდეს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს.

კანონის განმარტებით ბარათში წერია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ბავშვის გაუპატიურების ორი შემთხვევა დაფიქსირდა ოფიციალურად.

ბავშვის წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის უკრაინის სისხლის სამართლის კანონმდებლობა თავისუფლების სამუდამო აღკვეთას არ ითვალისწინებს.

ქიმიური კასტრაციის შესახებ კანონი ივნისის თვეში ალაბამის შტატში (აშშ) აამოქმედეს.

imedinews.ge

ტეგები