საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2019 10:57
საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად,  ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აჭარის რეგიონში გაასაღა სიგარეტის კოლოფების ნიშანდებისათვის განკუთვნილი ყალბი აქციზური მარკები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2001  მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.