თბილისი-ბათუმის მაგისტრალზე ავარიისას შვიდი ადამიანი დაშავდა
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2019 13:33
თბილისი-ბათუმის მაგისტრალზე ავარიისას შვიდი ადამიანი დაშავდა

თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალის ლანჩხუთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის აზერბაიჯანის მოქალაქეებიც იყვნენ.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.