ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2019 14:46
ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა "ფეისბუქზე" მეგობრის პოსტზე, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და შს მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუს ეხმიანებოდა დაწერა, რომ: - “ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“.

მოგვიანებით ონიანმა განაცხადა, რომ არა ინგა გრიგოლიას, არამედ სხვა ინგას გულისხმობდა.

"არ იგულისხმებოდა ინგა გრიგოლია. ჩემი და ნათიას საერთო მეგობარზე თუ რაღაცას გავიხუმრებ, მგონია რა თანამდებობაც არ უნდა მეჭიროს, ჩემს მეგობრებთან ხუმრობის საშუალება მაქვს და ეს ჩემი საქმეა. თუ ვინმეს სურს ამას პოლიტიკური ელფერი შესძინოს, ეს უკვე მათი პრობლემაა, ამის უფლებაც აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მორალურად გაუმართლებელია", - განაცხადა ონიანმა.

Cva Nka-ს ფოტო.