მაშველებმა მდინარე რიონიდან 46 წლის მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2019 15:18
მაშველებმა მდინარე რიონიდან 46 წლის მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისში, მდინარე რიონში, 46 წლის მამაკაცი კუნძულზე იყო ჩარჩენილი და ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა.

მოქალაქე მდინარეში სათევზაოდ იყო შესული, რა დროსაც, ძლიერი წვიმა დაიყო და მდინარეში წყლის დონემ მოიმატა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.

მეხანძრე-მაშველები ადიდებულ მდინარეში ნავის საშუალებით შევიდნენ და მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე მუშაობდა იმერეთის ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.