ქართულ ოცნებას არ უტყდება ასეთი ჩინოვნიკები? - ინგა გრიგოლია
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2019 17:12
ქართულ ოცნებას არ უტყდება ასეთი ჩინოვნიკები? - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ონიანს პასუხობს:

"ქადჟი. ყველა ხელისუფლების პრობლემა არიან ასეთი სამარცხვინო ჩინოვნიკები და ყველა ხელისუფლებას ღუპავენ ასეთი ქადჟები... რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელობს ეს კაცი.. გრიგოლიას არ ვგულისხმობდიო, ჩაისვარა მერე, არადა, ინტერვიუს დროს წერდა, ,,ქართულ ოცნებას,, არ უტყდება ნეტა ასეთი ჩინოვნიკები?", - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, ლევან ონიანმა ფეისბუქ მეგობრის პოსტზე, რომელიც ინგა გრიგოლიასა და შს მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუს ეხმიანებოდა დაწერა, რომ: - “ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“. რაზეც შემდეგში ონიანმა განაცხადა, რომ ის ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას არ გულისხმობდა და კომენტარში სხვა პიროვნებაზე ჰქონდა საუბარი.