თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2019 17:47
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

"კომპანია "სილქნეთის" მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, ხვალ, მთელი დღის განმავლობაში შეჩერებული იქნება თბილისის მერიის ცხელი ხაზის მომსახურება.  

ცხელი ხაზის ოპერატორები, მობილური ტელეფონების მეშვეობით მხოლოდ 112-ისა და საპატრულო პოლიციის ზარების მიღებას შეძლებენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებული ზარებისთვის!".