15 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2019 18:38
15 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია "თელასის" ცნობით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 15 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, მირცხულავას, კლდიაშვილის, ნინო რამიშვილის, ბაზალეთის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების   მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვაზისუბნის დასახლების, პეტეფის, ალუბლების და დავითაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, ლეონიძის, ასათიანის, ინგოროყვას, მაჩაბელის, სულხან საბას, დიმიტრი ბაქრაძის, ბელინსკის, მელიქიშვილის, ჭოველიძის, კოსტავას, მაჭავარიანის, ზანდუკელის, ყაზბეგის და მილორავას ქუჩების  მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.