აშშ-მ ​Facebook 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა
ამობეჭდვა · 13 / 07 / 2019 11:34
აშშ-მ ​Facebook 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ს მარეგულირებელმა ორგანომ ​Facebook 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.

ჯარიმა კომპანიის მიერ მომხმარებლების მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს უკავშირდება.

საქმე ეხება ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია Cambridge Analytica- ის სკანდალურ საქმეს, რომლის თანახმად სოციალური ქსელი 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებს კანონის დარღვევით, აღნიშნულ კომპანიას გადასცემდა.

ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია არც თავად Facebook-ს და არც აშშ-ს მარეგულირებელი ორგანო

დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება ყველაზე დიდი ჯარიმა, რომელიც ოდესმე გადაუხდია ტექნოლოგიურ კომპანიას ფედერალური სავაჭრო კომპანიისთვის.