“ბანკი ქართუ” საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 13 / 07 / 2019 22:21
“ბანკი ქართუ” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„გაცნობებთ, რომ გაურკვეველი პირების მიერ, სოციალურ ქსელში „ბანკი ქართუს“ ლოგოთი შეიქმნა ყალბი ფეისბუქ და ინტერნეტ გვერდები, რომელიც მომხმარებელს ყალბ შეთავაზებებს სთავაზობს“ - ამის შესახებ ინფორმაციას „ბანკი ქართუ“ ავრცელებს. ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს, რომ პირადი მონაცემები არავის გაუგზავნონ.

„სს „ბანკი ქართუ“ გაცნობებთ, რომ გაურკვეველი პირების მიერ, სოციალურ ქსელში „ბანკი ქართუს“ ლოგოთი შეიქმნა ყალბი ფეისბუქ და ინტერნეტ გვერდები, (https://www.facebook.com/Cartubank-693425757768500/-vtblogin.com), რომელიც მომხმარებელს ყალბ შეთავაზებებს სთავაზობს, რისთვისაც ითხოვს პირად მონაცემებს.

აღნიშნული აშკარად შეიცავს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნებს.

ბანკი ქართუ“ მომხმარებელს აფრთხილებს, ნუ შეიყვანენ ყალბ გვერდებზე პირად მონაცემს და არ ენდონ ყალბი ინტერნეტ პლატფორმებიდან მიღებულ შეთავაზებებს.

მომხმარებლთა ინტერესების დაცვის მიზნით, „ბანკმა ქართუმ“ უკვე მიმართა შესაბამის სამსახურებს ფაქტის სამართლებრივი რეაგირების მიზნით.

იმედს გამოვთქვამთ, რომ უსწრაფესად მოხდება იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც ყალბი გვერდები შექმნა, შესაბამისად დაიბლოკება ყალბი გვერდები და მომხმარებელი იქნება დაცული“ - წერია განცხადებაში