პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს
ამობეჭდვა · 14 / 07 / 2019 13:26
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დანით დაჭრეს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ინციდენტი ქალაქ ვონგროვეცში, 13 ივლისს, გვიან ღამით მოხდა. პოლიციამ ქუჩაში დაჭრილი მამაკაცი შენიშნა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. როგორც გამომძიებლებმა დაადგინეს, დაშავებული 34 წლის საქართველოს მოქალაქეა.

მოგვიანებით სამართალდამცველებმა დააკავეს 32 წლის ქართველი, რომელიც სავარაუდოდ, ინციდენტთან არის კავშირში.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

ტეგები