ნეპალში წყალდიდობას 50 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 14 / 07 / 2019 14:27
ნეპალში წყალდიდობას 50 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 50 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 35 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სტიქია ქვეყნის 21 რაიონში მძვინვარებს. მაშველებმა 1104 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.

სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერი წვიმები ქვეყანაში კიდევ 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ტეგები