ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 14 / 07 / 2019 17:27
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძეს განცხადებით, მცირეწლოვანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

მისივე თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და მისი თბილისში ტრასპორტირება შეუძლებელი გახდა. რაც შეეხება გარდაცვლილი ბიჭის დას, 6 წლის გოგონა თბილისში აგრძელებს მკურნალობას.

ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაშავებული 9 ადამიანი ქობულეთის ორ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მისი მეუღლე კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ბავშვები გარდაცვლილი ცოლ-ქმარის შვილები იყვნენ, რომლებიც საქართველოში პოლონეთიდან ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთამანეთს სამი მინივენი შეეჯახა. მასში უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, მათი უმრავლესობა პოლონეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულთა შორის ორი ქართველი მძღოლია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ტეგები