უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩმა ფედერერი დაამარცხა
ამობეჭდვა · 14 / 07 / 2019 22:38
უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩმა ფედერერი დაამარცხა

ლონდონში, უიმბლდონის  ტურნირის ფინალური მატჩი მამაკაცთა შორის ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა.

გადამწყვეტ მატჩში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა.

სერბმა მატჩი 7:6(5), 1:6, 7:6(4), 4:6, 13:12(3) მოიგო.

ცნობისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეხუთედ მოიგო უიმბლდონი და მეთექვსმეტედ „დიდი სლემის“ ტურნირი. ამ მაჩვენებლით ის ფედერერსა და რაფაელ ნადალს ჩამორჩება. 

ტეგები