ამაყი ვარ რომ დედაენის სკოლებში დაბრუნების საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე - ზაზა გაბუნია
ამობეჭდვა · 15 / 07 / 2019 13:45
ამაყი ვარ რომ დედაენის სკოლებში დაბრუნების საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე - ზაზა გაბუნია

„მე დავპირდი ჩვენს ხალხს, რომ სექტემბრიდან იაკობ გოგებაშვილის “დედაენა” შევიდოდა სკოლებში და ამაყი ვარ, რომ ჩვენმა მომზადებულმა კანონის პროექტმა, კანონად ქცევის შემდეგ შექმნა საკანონმდებლო გარანტიები დედაენის ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში დაბრუნებისთვის, სკოლებში დაბრუნებისთვის!", - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

“აი ია"-ს, ამ გენიალური პალინდრომის პრინციპზე აგებული დედაენა, იაკობ გოგებაშვილის დედაენა, მისი მეთოდით და ინტელექტუალური ძალით შექმნილი დედაენა შევა სკოლებში, ეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა და ყველას ვულოცავ ამას. საქართველოს ვულოცავ ამ დიდ დღეს!’’ -განაცხადა ზაზა გაბუნიამ.