ნიჩბოსანი ბადრი ყაველაშვილი ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია
ამობეჭდვა · 15 / 07 / 2019 15:17
ნიჩბოსანი ბადრი ყაველაშვილი ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

ბადრი ყაველაშვილი კაიაკით 200 მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობაში ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ერთადგილიანი კაიაკით ქართველმა საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
 
ჩეხეთის ქალაქ რაკიცეში გამართულ კონტინენტის პირველობაზე იუნიორთა და 23-წლამდელთა შორის ქართველთაგან კიდევ ერთი მედალი მარიამ ქერდიყაშვილის ანგარიშზეა.
 
ქართველმა კანოეთი 500 მეტრზე სპრინტში იასპარეზა და 23 წლამდელთა შორის მესამე ადგილი დააფიქსირა.