ასე საჯაროდ გიხდი მადლობას - ინგა გრიგოლიას მიმართვა
ამობეჭდვა · 15 / 07 / 2019 17:11
ასე საჯაროდ გიხდი მადლობას - ინგა გრიგოლიას მიმართვა

ხაშურის საკრებულოს წევრს, ალექსანდრე სიმონიშვილს, რომელმაც ჟურნალისტი ინგა გრიგოლია შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, "პატრიოტთა ალიანსი დაატოვებინეს, - ინფორმაციას ამის შესახებ, ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"დაატოვებინეს ,,პატრიოტთა ალიანსის" რიგები ამ კაცს, მას მერე, რაც შეურაცხმყოფელი სტატუსი დაწერა ჩემზე, ირმა ინაშვილი - ასე საჯაროდ გიხდი მადლობას დროული და ადექვატური რეაგირებისთვის. ძალიან მახარებს თქვენი ასეთი სწრაფი რეაქცია))))))))))) ესაა ირმა ინაშვილის კომენტარი, რომელსაც აქვე ვაკოპირებ - "ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს ვესაუბრეთ და მან კარგად იცის ჩვენი პოზიციის შესახებ, შემიძლია უკვე საჯაროდ დავწერო პარტიის გადაწყვეტილების თაობაზე. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, საჭიროა ბოდიშის მოხდა. როცა საქმე ეხება პირად შეურაცხყოფას. ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს შექმნილ ვითარებაზე მისი სუბიექტური წარმოდგენა აქვს და ეს წარმოდგენა ეწინააღმდეგება პარტიის პოზიციას და ჩემი, როგორც ქალი პოლიტიკოსის პოზიციას, მივიღეთ გადაწყვეტილება, - ბატონმა ალექსანდრემ დატოვოს პარტია და თავისუფალი მოქალაქის რანგში გააგრძელოს კომენტირება. პარასკვეს შეიკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო და ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური ფორმა მიეცემა. გმადლობთ", - წერს ინგა გრიგოლია.