გენადი მარგველაშვილმა და ირინე ფრუიძემ საერთაშორისო ექსპერტ მაქსიმილიან ფრასთან ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს
ამობეჭდვა · 15 / 07 / 2019 18:21
გენადი მარგველაშვილმა და ირინე ფრუიძემ საერთაშორისო ექსპერტ მაქსიმილიან ფრასთან ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები გენადი მარგველაშვილი და ირინე ფრუიძე ახალგაზრდობის საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტს,მაქსიმილიან ფრასს შეხვდნენ. 

მხარეებმა ისაუბრეს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმაზე, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციაზე.

„სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასებაზე და შემდგომში, უკვე ამაზე დაყრდნობით, შეიმუშავებს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას. სწორედ, ამ მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა. პროცესში გვეხმარებიან გაეროს ინსტიტუტები და მათი მხარდაჭერით შევხვდით ექსპერტს, რომელიც შეაფასებს ახალგაზრდულ პოლიტიკას და სამოქმედო გეგმას. პროცესში ჩართული ყველა დაინტერსებული პირი მონაწილეობას მიიღებს ამ შეფასებაში და შემდეგ უკვე, სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ჩაერთვება ახალი კონცეფციის შემუშავებაშიც“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ირინე ფრუიძემ.