ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
ამობეჭდვა · 15 / 07 / 2019 19:45
ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თელავის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, - ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

მეხანძრე, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს.