ნანა ლეჟავა “იმედში” საინფორმაციო სამსახურის უფროსი აღარ იქნება
ამობეჭდვა · 15 / 07 / 2019 20:15
ნანა ლეჟავა “იმედში” საინფორმაციო სამსახურის უფროსი აღარ იქნება

ნანა ლეჟავა ტელეკომპანია “იმედში” საინფორმაციო სამსახურის უფროსი აღარ იქნება. 

ლეჟავა ტელევიზიაში აღარც მთავარ საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს. 

ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დაინიშნება "იმედის" საინფორმაციოს უფროსად, თუმცა ამ პოზიციაზე "პალიტრა ტვ"-ს დირექტორი ინგა დადიანი მოიაზრება. მთავარ საინფორმაციო გამოშვებას კი ხატია ქვათაძე წაიყვანს.