რა იცვლება ქობულეთის შემოვლით გზაზე?
ამობეჭდვა · 15 / 07 / 2019 21:58
რა იცვლება ქობულეთის შემოვლით გზაზე?

კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე და კიდევ ერთხელ დღის წესრიგში დამდგარი გზის უსაფრთხოების საკითხი. გზაზე, რომელიც ორზოლიანია და დაშვებული სიჩქარე 90-ია, მოქალაქეები გახსნის დღიდან ამბობდნენ, რომ საფრთხე უკვე არსებობდა. ვარაუდობდნენ ხშირ ავარიებს. ნეგატიური მოლოდინი სამწუხაროდ გამართლდა, ამ გზაზე ქალები, კაცები, ახალგაზრდები და ბავშვები ხშირად იღუპებიან.

ახლახან დაიღუპა ოჯახი, ერთადერთი გადარჩენილი მოზარდის მდგომარეობა კი ისევ მძიმეა. განსაკუთრებით სახიფათოა ჩაბნელებული მონაკვეთი, რისკი მაღალია წვიმასა და დაბალი ხილვადობის პირობებში. შსს თავს ე.წ. „ჭკვიანი“ კამერებით იმართლებს, საგზაო დეპარტამენტი კი იქ მეორე ზოლის მოწყობას და ქუთაისის გზის მსგავსად არსებულის ცალმხრივად ქცევას ამ ეტაპზე არ აპირებს.  

 

 

წყარო