გოგებაშვილის სახელმძღვანელოს სკოლაში დაბრუნება მავნებლობაა - ლევან ბერძენიშვილი
ამობეჭდვა · 15 / 07 / 2019 22:11
გოგებაშვილის სახელმძღვანელოს სკოლაში დაბრუნება მავნებლობაა - ლევან ბერძენიშვილი

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!", - წერს რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ბერძენიშვილი.