მესტიაში იფარი-ადიშის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2019 19:01
მესტიაში იფარი-ადიშის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

მესტიაში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა და გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა. მესტიის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, გზა ნაწილობრივ გაიწმინდა და დროებითი სავალი ადგილი მოეწყო.

გზას სრულად მეწყრისგან შპს "ლიდერ+" წმენდს, რომელთანაც მესტიის მერიას ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.