საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი თანამდებობას ტოვებს
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2019 21:00
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს. ის ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის თანამდებობაზეა წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კრისტინ ლაგარდის განცხადებით სსფ-ს ის 12 სექტემბერს დატოვებს. მისი თქმით, სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო ახალი დირექტორის შესარჩევად შესაბამის პროცედურებს დაიწყებს.

კრისტინ ლაგარდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის თანამდებობა 2011 წლიდან უკავია. თუ მისი კანდიდატურა დამტკიცდება, ის ევროპის ცენტრალური ბანკის პირველი ქალი ხელმძღვანელი იქნება.