"საქართველო საშინლად ჰომოფობიური ქვეყანაა" - დემნა გვასალია
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2019 10:31
"საქართველო საშინლად ჰომოფობიური ქვეყანაა" - დემნა გვასალია

ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

"საქართველო საშინლად ჰომოფობიური ქვეყანაა. როდესაც 16 წლის ვიყავი ჩემებს ვუთხარი, რომ სამხატვრო აკადემიაში ან მოდის სკოლაში მინდოდა სწავლა. მათ თქვეს, არავითარ შემთხვევაში. ვიცოდი საქართველოში არაფერი გამოვიდოდა, ამიტომ თავი დავანებე და ეკონომიკის სწავლა დავიწყე. კარგად ვისწავლე, სტიპენდიასაც მთავაზობდნენ, მაგრამ როცა ქვეყანა დავტოვე, ვიფიქრე, რომ ახლა უკვე შემიძლია ჩემს ოცნებებს გავყვე. თავიდან იმედი გადამეწურა. ევროპაში ხელოვნების სკოლები ძალიან ძვირი იყო. მდიდარი მამა უნდა გყოლოდა, ან იაპონელი უნდა ყოფილიყავი. რამდენიმე აკადემიაში ვიყავი და სტუდენტების ნახატებიც ვნახე. არ მომეწონა, მე ბევრად ვჯობდი." --დემნა გვასალია", - წერს გვასალია.

ტეგები