ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ბათუმში "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2019 11:50
ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ბათუმში "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა მიმდინარეობს

ბათუმში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

შეხვედრას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

შეხვედრაზე სრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო, ასევე აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და უმაღლესი საბჭოს წევრები. შეხვედრა დახურულია, კომენტარები მედიასთან არ გაკეთებულა.

დღეს შეხვედრაზე სავარაუდოდ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად თორნიკე რიჟვაძეს აირჩევენ.

ტეგები