ივანიშვილი: ვინც ამბობს, რომ რუსული ბაზარი უნდა ჩავანაცვლოთ ევროპულით ან უკრაინულით, უმეცარია
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2019 13:19
ივანიშვილი: ვინც ამბობს, რომ რუსული ბაზარი უნდა ჩავანაცვლოთ ევროპულით ან უკრაინულით, უმეცარია

ისინი, ვინც მიგვანიშნებენ, რომ რად გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის და ევროპის ბაზარი, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად უნდა ჩავანაცვლოთ ევროპული ან უკრაინული ბაზრით, არიან უცოდინრები, უმეცრები, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ქართველებისთვის ევროპულ ბაზარზე თავის დამკვიდრება მარტივი არ არის და ამას წლები სჭირდება.

"თუ მიაქცევთ ყურადღებას, თვითონ ევროპელები როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას, ცხადია, რომ რუსული ბაზრის ჩანაცვლება იოლი არავისთვის არის. მით უმეტეს ჩვენთვის იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ევროპაში პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა არ არის მარტივი პროცესი, ამას სჭირდება წლები. ჩვენი პროდუქცია უკვე ცნობილია რუსეთში და მას ჰყავს მომხმარებელი. რუსული ბაზრის დაკეტვის და რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები არიან ქვეყნის მტრები.

ის რომ რუსი ტურისტი შემოდის და ვაჭრობა გვაქვს რუსეთთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია იმისა, რომ ჩვენ მოვახერხოთ და ურთიერთობა აღვადგინოთ. სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, საჭიროა იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და ნორმალური ურთიერთობაც დავამყაროთ ჩვენს სამეზობლოსთან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ტეგები