ივანიშვილი: გიორგი გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2019 13:24
ივანიშვილი: გიორგი გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა

გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, 20-21 ივნისის ღამეს, ცალკეულ შემთხვევებზე სადაც ძალის გადამეტებას შეიძლებოდა რომ ჰქონოდა ადგილი, ასეთ ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

"გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით... ის რომ გახარია გადადგეს, ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ არსებობს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს დასავლელ პარტნიორებს 20 ივნისის აქციის ღამეს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე შეკითხვები არ აქვთ და ამაზე კითხვა რომ დასმულიყო, მაშინ დადგებოდა შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი.

"არც ვაშინგტონიდან, არც ევროპიდან, ვინც ნახა ეს კადრები, არავის კითხვა არ უჩნდება ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. როდესაც მეორე დღესვე ითხოვენ ამას, იქ ყველაფერი იკვეთება. ძალა ლეგიტიმურად იყო გამოყენებული, არავის ამის მსგავსი კითხვა არ აქვს. შესაბამისად, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ტეგები