იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრება პროტესტის ნიშნად დატოვეს
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2019 16:04
იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრება პროტესტის ნიშნად დატოვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობდა, საბჭოს მოსამართლე წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. "იმედინიუსის" ინფორმაციით, ამის მიზეზი კი საბჭოს არამოსამართლე წევრების შეკითხვები გახდა.

კერძოდ, მას შემდეგ რაც დიმიტრი გვრიტიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ მოსამართლეობის კანდიდატ ზურაბ აზნაურაშვილთან გასაუბრება დასრულებული იყო, საბჭოს არამოსამართლე წევრებმა დამატებითი დრო ითხოვეს მისთვის შეკითხვების დასასმელად. სწორედ ამას მოყვა მოსამართლე წევრების პროტესტი.

ზურაბ აზნაურაშვილთან გასაუბრება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან ყველაზე მეტი შეკითხვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს აქვთ. მათი ინფორმაციით კანდიდატს საბჭოს მოსამართლე წევრ თამარ ონიანთან ახლო ნათესაური კავშირი აქვს, რის გამოც ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება.

თავად ზურაბ აზნაურაშვილმა დაადასტურა ეს კავშირი თუმცა განმარტა, რომ თამარ ონიანი მისი ყოფილი რძალია და ამჟამად ინტერესთა კონფლიქტი აღმოფხვრილია.

ტეგები