გახარია პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2019 18:14
გახარია პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა

შს მინისტრი, გახარია პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. გახარიას გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

საქმე ეხება 20-21 ივნისის ღამის აქციასა და სამართალდამცველთა ქმედებებს. 

მინისტრის თქმით, ყველა კითხვას პასუხი გასცა.

„მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო და შესაბამისად, ჩემი მხრიდან იყო პასუხი გაცემული“, - განაცხადა გახარიამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

ტეგები