გახარია: გამოძიებამ უნდა გამოყოს ყველა ის ორგანიზატორი, პოლიტიკოსები, რომლებმაც პირდაპირი მოწოდებით, მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2019 18:27
გახარია: გამოძიებამ უნდა გამოყოს ყველა ის ორგანიზატორი, პოლიტიკოსები, რომლებმაც პირდაპირი მოწოდებით, მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი

გამოძიებამ ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოყოს ყველა ის ორგანიზატორი, პოლიტიკოსები, კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც პირდაპირი მოწოდებით, მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი, - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა.

„გამოძიებამ ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოყოს ყველა ის ორგანიზატორი, პოლიტიკოსები, კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც პირდაპირი მოწოდებით, მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი, რასაც შემდგომ მოყვა ორგანიზებული ძალადობრივი სისტემური შტურმი საქართველოს პარლამენტზე და ამ შტურმის მოსაგერიებლად ქართული პოლიცია იყო იძულებული, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და შემდგომ, მეორე რიგში, გამოძიების თითოეული დეტალი გახდეს ღია და საჯარო ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბოლომდე მივიყვანოთ ორივე ეს საქმე“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია 20-21 ივნისის აქციასთან დაკავშრებით გამოიკითხა.

ტეგები