შს მინისტრი: ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენების შესახებ მეორე დღეს გაიგო
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2019 18:32
შს მინისტრი: ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენების შესახებ მეორე დღეს გაიგო

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების  შესახებ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს გაიგო. ამის შესახებ მინისტრმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას თავად დაურეკა.

„ივანიშვილმა მეორე დღეს გაიგო, დრო არ მახსოვს. იმ ღამეს არ იცოდა. მე არ მქონია პირადად კომუნიკაცია. მან დამირეკა მეორე დღეს და მე ავუხსენი, რა მოხდა იმ ღამეს“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრი პროკურატურაში 20-21 ივნისის ღამის აქციასთაბნ დაკავშირებით, დაკითხვაზე იმყოფებოდა.

ტეგები