ნათია თურნავა: მცირე გრანტების დაგეგმილ კონკურსში მცირე და საოჯახო სასტუმროები ცალსახა პრიორიტეტი იქნება
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2019 20:04
ნათია თურნავა: მცირე გრანტების დაგეგმილ კონკურსში მცირე და საოჯახო სასტუმროები ცალსახა პრიორიტეტი იქნება

„სექტემბერში დაანონსდება და დაიწყება მცირე გრანტების კონკურსი, მცირე გრანტების მორიგი პროგრამა, რომლის პრიორიტეტი ცალსახად იქნება მცირე და საოჯახო სასტუმროები,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბარში.

მინისტრის განცხადებით, მცირე გრანტების კონკურსში მცირე და საოჯახო სასტუმროების პრიორიტეტად განსაზღვრა ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად მომზადებული სამოქმედო გეგმის ნაწილია საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების, საკრედიტო - საგარანტიო სქემისა და დამატებითი მარკეტინგული პროექტების განხორციელებასთან ერთად.
 

ტეგები