9 წლის ქართველი გენიოსი (ვიდეო)
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2019 20:17
9 წლის ქართველი გენიოსი (ვიდეო)

სოციალური ქსელის მომხმარებელი, იკა ძიძარია (Ика Дзидзариа) 9 წლის ქართველი ბავშვის ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ პატარა გენიოსს მეტი განათლებისთვის ხელშეწყობა სჭირდება:

"დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქაიანის ვიდეობს,რომელიც 9 წლისაა და ინტერნეტთან არ აქვს წვდომა.ძალიან უყვარს ასტრონომია,მეცნიერება,ისტორია. რაც იცის ყველაფერი მხოლოდ თავისი წაკითხულითა და მოძიებულით. „უცნაური“ ბავშვია და სწორედ ამ „უცნაურობაშია“ მისი ნიჭიერებაც,ჩემი აზრით.შესაძლოა რაღაც-რაღაცები ეშლება,თუმცა მარტო ამდენი ტერმინოლოგია რომ დაიმახსოვრო ამასაც ხო ნიჭი უნდა.ვიდეოს დადების მიზანი უბრალოდ ის იყო,რომ გენახათ ქართველებო ეს ბავშვი და იქნებ ვინმე გამოჩენილიყო,ვინც ქაიანის ნიჭიერებასა და განათლებას უფრო ფართო გასაქანს მისცემდა და ხელს შეუწყობდა.ამ ბავშვს სჭირდება ბევრი წიგნი,ინტერნეტთან წვდომა,პრაქტიკული გამოცდილება და მაქსიმალურად ხელის შეწყობა! დარწმუნებული ვარ,კეთილი ხალხის დახმარებით ქაიანი ძალიან ბევრს მიაღწევს.ზოგ-ზოგიერთებმა იმაზე არ გაამახვილოთ ყურადღება თუ რა შეეშალა,არამედ იმაზე თუ რამდენს შეძლებდა ,რომ ჰქონდეს შესაბამისი პირობები.ნუ ვაქილიკებთ ერთმანეთს! არ გეგონოთ ვინმეს რაიმე პირადი ინტერესი ჰქონდეს, ერთადერთი ინტერესი და მიზანი არის ამ ბავშვს მივცეთ განვითარების მეტი შესაძლებლობა. მაქსიმალურად ვეცადოთ! P. S. ვინმე ჟურნალისტი ან უბრალოდ კეთილი ადამიანი თუ დაინტერესდება,შეგიძლიათ ამ ნომერზე დარეკოთ და დაგაკვალიანებთ. 557 416 489 #მეტიქაიანისაქართველოს #ხელიშევუწყოთქაიანს ნაკლების ნახვა", - წერს ძიძარია ვიდეოს კომენტარში.

ტეგები