"საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თვალთახედვის არეში რჩება"
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2019 11:53
"საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თვალთახედვის არეში რჩება"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გროგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესაძლებლობაზე მოსკოვი უარს არ ამბობს.

„საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თვალთახედვის არეში იყო და რჩება. ვფიქრობ, რომ თბილისის რეალური ნაბიჯები, მიმართული ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ, ორმხრივ დღის წესრიგში ვიზების საკითხის გაუქმების დაბრუნებას შეძლებს“, - განაცხადა კარასინმა.

რაც შეეხება ავიამიმოსვლის განახლებას, კარასინმა ამ საკითხზეც გააკეთა განცხადება:

„ვისურვებდი მერწმუნა, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს. პირობები მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული: საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნებისმიერი საფრთხის გაქრობა. ეს მთლიანად დასაბუთებული და ადეკვატური რეაქციაა“, - განაცხცადა გრიგორი კარასინმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.