ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა, ევროპის სასამართლოსაც ანათებს - შალვა ნათელაშვილი
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2019 14:21
ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა, ევროპის სასამართლოსაც ანათებს - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„თავიდანვე აღვნიშნავ,რომ „რუსთავი-2“ კი არა, სი- ენ- ენ-ი და ბი-ბი ს-იც რომ ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილა მას მაინც არაფერი ეშველება, რადგან ხალხის გულიდან იგი საბოლოოდ ამოღებულია. რაც შეეხება ევროპის სასამართლოს, იქ დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა ცნობილმა შეკვეთებზე მომუშავე მოსამართლე ლადო ჭანტურიამ, რომელიც იქ შეუშვა ივანიშვილმა ფაქტობრივად ფულის ჩამომტარებლად. ქრთამი მარტო ჯოჯოხეთს კი არა, როგორც სჩანს ევროპის სასამართლოსაც ანათებს. რა თქმა უნდა აქ გადამწყვეტ როლს ითამაშებდნენ ასევე ევროპის პროპუტუნისტური ქვეყნებიდან წარდგენილი მოსამართლეებიც“, - წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.