გამარჯვება წინაა, ბიძინა უკან! - ნიკა მელია
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2019 14:26
გამარჯვება წინაა, ბიძინა უკან! - ნიკა მელია

"მეგობრებო, ბრძოლა არასოდეს მთავრდება - არც დამარცხებით, არც გამარჯვებით. დამარცხდები? უნდა იბრძოლო, რომ გაიმარჯვო. გაიმარჯვებ? უნდა განაგრძო ბრძოლა, რომ არ დამარცხდე!

წაიღებენ "რუსთავი2"-ს? თუ იბრძვი მის ადგილას "რუსთავი4" ამოვა! ეს ბრძოლის ორჯერ ორი ოთხია. 

გამარჯვება წინაა, ბიძინა უკან!

ახლა რომ გადამწყვეტი ეტაპია ბრძოლის, ამას ბავშვიც კი ხვდება", - წერს ნიკა მელია.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.