"ქართული მართსაჯულების წარმატება და სამართლიანობის მაღალი, ევროპული სტანდარტის დემონსტრირება - მე, ასე შევაფასებდი"
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2019 15:34
"ქართული მართსაჯულების წარმატება და სამართლიანობის მაღალი, ევროპული სტანდარტის დემონსტრირება - მე, ასე შევაფასებდი"

"ქართული მართსაჯულების წარმატება და სამართლიანობის მაღალი, ევროპული სტანდარტის დემონსტრირება - მე, ასე შევაფასებდი სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დღვანდელ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

"ქართული მართსაჯულების წარმატება და სამართლიანობის მაღალი, ევროპული სტანდარტის დემონსტრირება - მე, ასე შევაფასებდი სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დღვანდელ გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში, სინამდვილეში არა რუსთავი 2, არამედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი გამოდიოდნენ საქართველოს წინააღმდეგ და სწორედ ისინი, კიდევ ერთხელ, უკვე, საერთაშორისო სასამართლოს დონეზე დამარცხდნენ საქართველოსთან.

მრავლის მეტყველია, რომ დღეს  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოსთან მიმართებაში სამ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება და სამივე საქმეში დადასტურდა სააკაშვილის მოძალადე ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. კერძოდ, საკუთრების უფლების დარღვევის, სიცოცხლის მოსპობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიმართულებით", - განაცხადა მათიკაშვილმა.