საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“ დაურეგისტრირა
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2019 16:17
საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“ დაურეგისტრირა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა.

საჯარო რეესტრმა ტელევიზიის 60% – ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% ხალვაშის კომპანია „პანორამას“ მიეკუთვნა. 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.