სოფიო ქაცარავა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2019 17:39
სოფიო ქაცარავა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩთან, პეტრ მიკისკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სოფიო ქაცარავამ შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ხაზი გაუსვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს და ამ პროცესში პარტნიორი ქვეყნების მხრიდან პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩეხეთს შორის არსებული ორმხრივი და პარტნიორული ურთიერთობები და მისი კიდევ უფრო გაღრმავების და გაძლიერების პერსპექტივები.  ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის როლი.

„გაცნობითი შეხვედრა მქონდა საქართველოში ჩეხეთის ახალ ელჩთან, ბატონ პეტრ მიკისკასთან, სადაც განვიხილეთ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი ასპექტი და სამომავლო დღის წესრიგი“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.