კევინ სპეისის სექსუალური შევიწროების ბრალდება მოუხსნეს
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2019 18:01
კევინ სპეისის სექსუალური შევიწროების ბრალდება მოუხსნეს

მასაჩუსეტსტის შტატის პროკურატურამ მსახიობ კევინ სპეისის ბრალდება მოუხსნა. მას ტელეწამყვანის, ჰეზერ ანრუს 18 წლის შვილის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ. 

გადაწყვეტილების მოტივად სამხილებისა და დაზარალებულების ჩვენებების მიუწვდომლობა დასახელდა, რომლებიც მსახიობის მიმართ საქმის წარმოების მთავარი მოტივი იყო. როგორც გაირკვა მომჩივანმა მნიშვნელოვანი ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ცნობილი გახდა, რომ დაიკარგა მობილური ტელეფონი, რომელზეც ჰოლივუდის ვარსკვლავის ბრალის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახებოდა. 

მსახიობს 2016 წლის ზაფხულში ერთ-ერთ რესტორანში 18 წლის ბიჭის გენიტალიებთან შეხებაში ადანაშაულებდნენ. სპეისი ბრალს არ აღიარებდა.

საბოლოო ჯამში, მსახიობს სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში 30-ზე მეტი კაცი ადანაშაულებს.