20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შსს დაკავებულ თანამშრომელს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2019 19:11
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შსს დაკავებულ თანამშრომელს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

რუსთაველის გამზირზე, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შსს დაკავებულ თანამშრომელს, გიორგი ესიაშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ბრალდებულს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეეფარდა და იგი პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემდეგ დატოვებს. ასევე შემზღუდავ ღონისძიებად დაეკისრა კვირაში ერთხელ შესაბამის სამსახურში გამოცხადება და საცხოვრებელი ადგილის საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებით დატოვება.

შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი გამოძიებამ 16 ივლისს დააკავა. მას გამოძიება იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.