იაპონიაში ანიმეს სტუდიაში ხანძრისას დაღუპულთა რაოდენობამ ოცს გადააჭარბა
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2019 20:16
იაპონიაში ანიმეს სტუდიაში ხანძრისას დაღუპულთა რაოდენობამ ოცს გადააჭარბა

იაპონიის ქალაქ კიოტოში ანიმე-სტუდიაში ცეცხლის განზრახ გაჩენის შემდეგ, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ოცს გადააჭარბა. ბოლო ინფორმაციით, ხანძარს 23 ადამიანი ემსხვერპლა. ასევე 40-მდე გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობაც. ამის შესახებ ინფორმაციას The Japan Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 10 დაღუპული შენობის მეორე სართულზე იპოვეს. 

შემთხვევის ადგილზე პოლიციამ 41 წლის კაცი დააკავა, რომელსაც ხელში ბენზინით სავსე ავზი ეკავა. მისი პიროვნების შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. 

სამსართულიანი შენობა, სადაც სტუდია მდებარეობს, სერიოზულად დაზიანდა. თვითმხილველების თქმით, მათ თავდაპირველად აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც შენობაში შავი კვამლი გაჩნდა.